Saturday, October 14, 2017

მეცხრე დღე

შევიტანეთ საბოლოო ცვლილებები პორტფოლიოში. მოვუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციები. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

Sunday, October 8, 2017

VII დღე
დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა. ბლოგზე ავტვირთეთ პორტფოლიო.
,,მეფე მეფეთა"

Saturday, October 7, 2017

VII დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს. აგრეთვე დაწყვილდი/დაფიქრდი/გაუზიარე აქტივობის საშუალებით შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი-ჩვენი მოსაზრებები ელექტრონულ გაზეთთან დაკავშირებით.

Sunday, October 1, 2017

VI დღე
დღეს შევქმენით ელექტრონული გაზეთი და საავტორო უფლებების საქაღალდეში შევინახეთ ლინკები.
სამუშაო დღის ბოლოს გამოვიყენეთ მეთოდი დაფიქრდი/დაწყვილდი/გაუზიარე და მეწყვილე კოლეგის პროექტის გაცნობის შემდეგ გავაკეთეთ კომენტარი აღნიშნულ პროექტზე.
Vდღე
დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე. ტრენერის მითითებით გავიგეთ რა თანმიმდევრობით უნდა გავაკეთოთ სალაიდ -შოუ.

Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღე
დღეს ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. განვიხილეთ,თუ რა მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ვიყენებთ პროეექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობის და დასრულების შემდეგ.როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდები სააზროვნო უნარების ასამაღლებლად.

Tuesday, September 12, 2017

დღეს ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. ტრენერისგან მივიღეთ მითითებები, განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადრება მიმართულების მიმცემ კითხვებზე.ვისაუბრეთ პროექტის სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

Thursday, September 7, 2017

II დღე

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე. გავიგეთ, რომ ბუკლეტი შეიძლება იყოს ერთ, ორ, სამ და მრავალგვერდიანი.
შევქმენით სამგვერდიანი ბუკლეტის ნიმუში. ვიმუშავეთ შიგა და გარე არეების შევსებაზე.
გარე სამი გვერდიდან პირველ გვერდზე ვწერთ სათაურს, მეორეზე-მისამართს მესამეზე შეგვიძლია  განვათავსოთ XXI საუკუნის უნარ-ჩვევები. ბუკლეტის გვერდები შეიძლება გავაფორმოთ სურათებით.
დღეს გავიგეთ, რომ ბუკლეტის შიგა არის პირველ გვერდზე უნდა ჩავწეროთ ჩვენი მიზნები, მეორეზე---მშობლის როლის შესახებ მივაწოდებთ ინფორმაციას, მესამეზე კი შედეგების შესახებ ჩავწერთ.
დღეს მიღებულ  ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ.